წყალდიდობის შედეგად ინდონეზიაში 26 ადამიანი დაიღუპა (+ფოტო)

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესზე წყალდიდობის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. მაშველები 24 დაკარგულს ეძებენ.

წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონში განუწყვეტლივ წვიმს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 2000-მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუხდა, ხოლო რამდენიმე დასახლება განადგურებულია.