“არა ტარიფის ზრდას”- აქციის ორგანიზატორები რუსთავის მერიასთან იკრიბებიან

“არა ტარიფის ზრდას” აქციის ორგანიზატორები რუსთავის მერიასთან იკრიბებიან.
მათ რუსთავის მერიიდან კომპანია ინტერტრანსსა და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე გამოითხოვეს.

აქციის ორგანიზატორები 2 საათზე საკრებულოს სხდომაზე დასწრებას გეგმავენ.

მათივე ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგით ტრანსპორტის საკითხი არ არის გათვალისწინებული მათ დეპუტატებთან კითხვები აქვთ. აქციის ორგანიზატორები ასევე ფიქრობენ, რომ კომპანიია ინტერტრანს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყოველთვიური სალიცენზიო გადასახადი დროებით უნდა შეუმციროს, იმ პირობით , რომ კომპანიის მხრიდან მგზავრობის ტარიფის ზრდა არ მოხდება. ევროპული საქართველოს რუსთავის ორგანიზაციის წევრის ნინო იმედაშვილის თქმით, ყოველთვიური სალიცენზიო გადასახადი, რომელიც კომპანიას ადგილობრივ ბიუჯეტში შეაქვს თვეში 88 ათას ლარს შეადგენს.