აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციას რუსთავის მერიასთან აგრძელებენ

აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციას რუსთავის მერიასთან აგრძელებენ.

მანამდე კი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად რუსთავი თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსში გაკრული 2 ლარიანი ტარიფის აღმნიშვნელი ტრაფარეტი ჩამოხსნეს და 1.50 თეთრის ამსახველი ტრაფარეტი გააკრეს. რუსთავის მერს პროტესტის მსგავსი სიმბოლური ფორმა აქციის მონაწილეებმა შესთავაზეს. ირაკლი ტაბაღუას თქმით კომპანიამ ტარიფი თვითნებურად გაზარდა და დებულების თანახმად მგზავრობის ღირებულება კვლავ 1.50 თეთრია