ბოლნისის სამ სოფელში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, კონსტანტინე კორძაძემ, დღეს, სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში გამართა.

კორძაძემ ვანათის, ხატისოფლისა და ზვარეთის მოსახლეობასთან კრებები ჩაატარა. მაცხოვრებლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საკუთარი პრიორიტეტები გააცნო და წელს განსახორციელებელი პროექტები შეარჩია.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სოფელ ვანათსა და ხატისოფელში გარე განათების ქსელი, ხოლო ზვარეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი მოეწყობა.