იანვრიდან ტექდათვალიერება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო ხდება

2019 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო ხდება.

ინსპექტირების ბოლო ვადა დამოკიდებულია ავტომობილის რეგისტრაციის თვესა და რიცხვზე.ინსპექტირების საფასური მსუბუქი და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალებისთვის – 60 ლარია; სატვირთო და სამგზავრო ავტომობილისთვის – 100 ლარი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისას შემოწმდება ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი, სავალი ნაწილები, საჭის მექანიზმი, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა.