ირაკლი ტაბაღუა რუსთავს და რუსთაველებს ქალაქის 71-ე იუბილეს ულოცავს

ქალაქის პირველი პირი ქალაქს 71-ე იუბილეს ულოცავს. ირაკლი ტაბაღუა, რუსთაველებს მიმართავს და ქალაქის ყველა გულშემატკივარს საიუბილეო თარიღს ულოცავს. tv4 მილოცვას უცვლელად გთავაზობთ:

,,ჩემს ქალაქს, ჩემს რუსთაველებს და ჩვენი ქალაქის ყველა გულშემატკივარს ვულოცავ ქალაქის 71-ე იუბილეს.
1948 წლის 19 იანვარს რუსთავმა ქალაქის სტატუსი მიიღო და უძველესმა დასახლებამ ახალი სიცოცხლე შეიძინა, ახალი გამოწვევებითა და მიზნებით, რომელთა განხორციელებაში ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შევიტანოთ, რათა მომავალმა თაობებმა იცხოვრონ ტრადიციებზე დაფუძნებულ, ევროპული ღირებულებების მქონე ქალაქში.”-აცხადებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა

რუსთავისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან, 71 წელი გავიდა.რუსთავმა ქალაქის სტატუსი 1948 წლის 19 იანვარს მიიღო.