მე-7 მიკრორაიონში ოთხი ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი გაიხსნა

მე-7 მიკრორაიონში ოთხი ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედანი გაიხსნა.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სპორტულ მოედნების პერიმეტრი შემოიღობა, დაიგო ხელოვნური ბალახის საფარი და აღიჭურვა  შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურით. მოედნების რეაბილიტაციისათვის 60 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

სპორტული მოედნები დღეს  საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა,  ამირან ჯანჯღავამ გახსნა. დღესვე ადგილობრივ მოსახლეობასთან  ერთად პირველი ამხანაგური მატჩიც გაიმართა.
ამირან ჯანჯღავას თქმით,  მიკრორაიონში ახლად რეაბილიტირებული სპორტული მოედნები, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.