მსოფლიო პატრიარქი უკრაინის ეკლესიის ახალ მეთაურს ავტოკეფალიის ტომოსს გადასცემს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინის ეკლესიის წინამძღოლად არჩეულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ავტოკეფალიის ტომოსს დღეს გადასცემს.
ტომოსის გადაცემა სტამბოლში მოხდება.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ხელი გუშინ მოაწერა.

სტამბოლში საზეიმო ცერემონიას, უკრაინელ სასულიერო პირებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი დაესწრნენ.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გამართულ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტომოსის მინიჭება ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს.