მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია ილია მეორეს ხვდება

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ხვდება.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის ინიციატორი თავად კონსტანტინოპოლი იყო. მისი თქმით, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან ძირითადი თემა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იქნება. ამასთან, აღნიშნა, რომ შეხვედრას სინოდის რამდენიმე წევრიც დაესწრება.

დელეგაცია საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელის ხელმძღვანელობით საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.