ნიუ-იორკში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ძალისხმევით ნიუ-იორკში, ქვინსის ბიბლიოთეკაში, ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა, სადაც ასობით ქართული გამოცემა, ფილმი და აუდიოჩანაწერი ინახება.

გიორგი კეკელიძის თქმით, პროცესი სამი წლის წინ დაიწყო და 22 იანვარს სიმბოლურად დასრულდა. ის ამერიკაში ვიზიტით თანამშრომლებთან, ლევან თაქთაქიშვილთან და მაია სიმონიშვილთან ერთად იმყოფება.
კეკელიძე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ამერიკის ხმას, საქართველოს საკონსულოს ნიუ-იორკში და გამომცემლობა პალიტრა L–ს.”