რუსთავის კლინიკებში შეზღუდვები კვლავ მოქმედებს

რუსთავის  ბავშვთა საავადმყოფოში გრიპის ვირუსის მატებასთან დაკავშირებით შეზღუდვები კვლავ  მოქმედებს. კლინიკაში მნახველების შესვლა შეზღუდულია და შესაბამისი ზომები არის გამკაცრებული. როგორც რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა „ქრონიკას“ განუცხადა ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 12 პაციენტი გადის მკურნალობას და მიმართვიანობის დინამიკა დღეში რამდენჯერმე იცვლება. პაციენტთა მიმართვიანობა ბოლო დღეების  განამვლობაში  თითქმის გასამმაგებულია და კლინიკა დღეში ამბულატორიულ მომსახურებას საშუალოდ 40–დან 50–მდე პაციენს უწევს.

ექიმების განცხადებით, პაციენტები საავადმყოფოს ძირითადად მაღალი ტემპერატურით, საერთო სისუსტითა და ღებინებით აკითხავენ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ გართულებულა. კარანტინის რეჟიმი მოქმედებს რუთავის ცენტრალურ საავადმყოფოშიც.

ქვეყანაში h1n1 ვირუსით რვა ადამიანი გარდაიცვალა. რუსთავში საბენდიეროდ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით დაინფიცირება ლაბორატორიულად ჯერ არ დადასტურებულა.