რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება განხორციელდა

რუსთავის 2019 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება განხორციელდა.

შემოსულობების გეგმა გრანტების ნაწილში გაიზარდა.როგორც დღეს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი,  რუსთავის მუნიციპალიტეტმა პირველ ეტაპზე სახელმწიფო მიზნობრივი  ტრანსფერის სახით შვიდ მილიონ ლარამდე მოცულობის  თანხა მიიღო,  რომელიც ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საზოგადოებრივი სივრცეების მშენებლობაზე დაიხარჯება.

როგორც ცნობილია, მომავალ წელს იგეგმება გაგარინის ქუჩის რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები და შიდა ეზოების კეთილმოწყობა ქალაქის მარცხენა სანაპიროზე. ასევე დაგეგმილია რუსთავში ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული ეგრეთ  წოდებული ჩიკაგოს სკვერისა და თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე  მდებარე სკვერის რეაბილიტაცია. ტრანსფერით  საგზაო ინფრასტრუქტურაზე ხუთ მილიონ ლარამდე არის გაწერილი, საზოგადოებრივი სივრცეების მოსაწყობად კი ორ მილიონ ლარამდე დაიხარჯება.