რუსთავში “ტამიფლუს” მარაგი განახლდება

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუს“ ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრება.
ტამიფლუს გადაცემა 16:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოხდება.
„ქვეყანაში შემოტანილი „ტამიფლუს“ ახალი მარაგის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც, TV4–ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის დირექტორმა,დავით ბეგაშვილმა განუცხადა, დღესვე მოხდება ქვემო ქართლის და მათ შორის რუსთავის მარაგის განახლება. “ტამიფლუს” ახალი მარაგი რუსთავში საღამოს საათებში ჩამოვა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ექიმის დანიშნულებით, დღეიდან „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს.