სავარაუდოდ H1N1 ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

გორში კლინიკა „გორმედში“ კიდევ ერთი პაციენტი სავარაუდოდ H1N1 ვირუსით გარდაიცვალა. 22 წლის გოგომ საავადმყოფოს პარასკევს მიმართა, თუმცა მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ცნობილია, პაციენტს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა და რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. ნევროლოგიური დასუსტების გამო იმუნიტეტი დაქვეითებული ჰქონდა, თუმცა კლინიკის დირექტორის განმარტებით, H1N1 ტიპის ვირუსი ამ შემთხვევაში ლაბორატორიულად დადასტურებული ჯერ არაა.

რამდენიმე დღის წინ გორში გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა.