სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ხელფასზე უარს ამბობს და მას სპეციალურ ფონდში გადარიცხავს

სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ხელფასს სპეციალურ ფონდში გადარიცხავ -ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტმა კერძო შემოწირულობებით ახალი ფონდის შექმნა დააანონსა და აღნიშნა, რომ თავად საკუთარ ხელფასს ფონდში გადარიცხავს.
„ახალ ვითარებაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია. ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობა აუცილებელია, პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების. ამიტომ გადაწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა, რომ ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც მე პირველ რიგში გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. იმედი მაქვს, სხვებიც გამომყვებიან.

მე უკვე ვღებულობ დაგროვებით პენსიას საფრანგეთში, ამიტომ შემიძლია პრეზიდენტის სარგო მოვახმარო ამ საქმეებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.