საპატრულო პოლიციის უფროსმა, თემურ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა

საპატრულო პოლიციის უფროსმა, თემურ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, კუპატაძე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაინაცვლებს.

შსს-ს ინფორმაციით, მალე გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას.

კუპატაძე საპატრულო პოლიციის უფროსად 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა.