საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” წილი შესაძლოა გასხვისდეს

საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” შესაძლოა გასხვისდეს.

საკითხზე დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქონების მართვისა ბუნებრივი რესურსების კომისიაზე იმსჯელეს. კლუბის რამდენ პროცენტიანი წილი გასხვისდება და არსებობს თუ არა უკვე ინვესტორი ჯერ ჯერობით უცნობია, საკითხს ხვალ ბიუროს სხდომაზე დაუბრუნდებიან.

დღესვე კომისიამ ორგანიზაცია “ცხოველთა მეგობრებზე” ორი წლის ვადით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2000 კვადრატული მეტრის ფართობის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ იმსჯელა. კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხაზეც იმსჯელეს. საუბარია ლომოურის ქუჩაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის მიწის ფართობის პრივატიზაციაზე.

დღეს კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილა, რომელსაც ხვალ ბიუროს შემდეგ კი საკრებულოს სხდომაზე დაუბრუნდებიან.