საფეხბურთო კლუბ რუსთავის ახალმა მწვრთნელმა, გუნდი დატოვა

საფეხბურთო კლუბ რუსთავის ახალმა მწვრთნელმა, გიორგი შაშიაშვილმა  გუნდი დატოვა.

საფეხბურთო კლუბ რუსთავის დირექტორის, ბადრი მაჭავარიანის თქმით გიორგი შაშიაშვილმა ვერ შეძლო  ლიცენზირების მოთხოვნების დაკმაყოფილება, შაშიაშვილს არ აქვს  პრო ლიცენზია, რის გამოც მას არ ჰქონდა უმაღლეს ლიგაში მყოფი გუნდის გაწვრთნის ნებართვა.

მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო კლუბს ცირკულარული წერილი დღეს გაუგზავნა და შეთანხმების საფუძველზე გიორგი შაშიაშვილმა გუნდი დატოვა.ამ ეტაპზე  მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი მწვრთნელთან კონტრაქტის გასაფორმებლად, საფეხბურთო კლუბში ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე  ბადრი კვარაცხელიას კანდიდატურას განიხილავენ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს  ტარდება ადგილობრივი შეკრებები, ხოლო თებერვალში გუნდი თურქეთში გაემგზავრება.
ახალი სეზონი 1 მარტს განახლდება პირველი მატჩი კი 2 მარტს ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩატარდება.

შეგახსნებთ  გასული სეზონის მანძილზე გუნდმა სამი მთავარი მწვრთნელი შეიცვალა.