საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები დაბა ჩოხატაურში, სამხრეთ-აღმოსავლეთით 17კმ-ში, სოფელ ჩხაკოურაში დაფიქსირდა. მისძვრის სიმძლავრემ 3,5 მაგნიტუდა შეადგინა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, 16:35 საათზე დაფიქსირდა.