დღეიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება

სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეიდან საქრთველოში ამინდი გაუმჯობესდება და ქარის სიძლიერე შესუსტდება როგორც დედაქალაქში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
დასავლეთში კი სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ვარაუდობენ.

დღეს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 4-9 გრადუსამდე, ხოლო დასავლეთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსს მიაღწევს.

კვირის განმავლობაში ტემპერატურა თანდათან მოიმატებს.