მკვლელობა რუსთავში-ბიძამ 13 წლის ძმისშვილი მოკლა

მკვლელობა მოხდა მერვე მიკრორაიონში. არსებული ინფორმაციით ბიძამ მისი 13 წლის ძმისშვილი მოკლა.

შემთხვევა დილის საათებში მოხდა.tv4-ის ინფორმაციით გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ,მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.დაკავებულია სავარაუდო დამნაშავეც.