რუსთავში მშენებარე პენიტენციურ დაწესებულებაში 600-მდე ადგილობრივი დასაქმდება

რუსთავში მშენებარე პენიტენციურ დაწესებულებაში 600-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

პენიტენციური დაწესებულებები , რომელიც რუსთავში ჭყონიდელის დასახლებაში შენდება დასრულების შემდეგ 600-მდე ადგილობრივს დაასაქმებს -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა გადაცემა „ღია ეთერში„ ისაუბრა.
„რაც ალბათ საინტერესოა რუსთაველებისთვის არის ის , რომ ორივე დაწესებულებაში 600-მდე ადამიანი დასაქმედება , ეს იქნება 600-მდე სრულიად ახალი სამუშაო ადგილი და თუ კი ავიღებთ მაგალითს სხვა დაწესებულებებიდან , რაც რუსთავში გვაქვს იქ არანაკლებ ერთი მესამედი ადგილობრივია დასაქმებული .
როგორც კი დაწესებულელების მშენებლობა დასრულება თანამშრომლების მიღება მოხდება მხოლოდ კონკურსით და სამსახურების მიხედვით. შესაბამისად მოვუწოდებ რუსთაველებს ეს სამუშაო ადგილები არ დაუთონ სხვებს და გამოიყენონ ეს შესაძლებლობა”- განაცხადა თეა წულუკიანმა.