ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ დაჭრა

ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა.

შემთხვევა თბილისში, კერძოდ დიდუბის რაიონში მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 3-დამ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.