ახლობლებმა აფხაზეთში გარდაცვლილი სამეგრელოდან დაიტირეს

სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან საგმლოვიარო პროცესი გაიმართა. ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი პირის ნათესავებმა სამეგრელოდან ე.წ. საზღვარზე გადასვლა ვერ შესძლეს, ამიტომ ოჯახის წევრებმა კუბო მავთულხლართებთან მიიტანეს.

ჭირისუფალმა გარდაცვლილი მავთულხმართებთან დაიტირა და შესანდობარიც ე.წ. საზღვრის ორივე მხარეს დაილია.
მავთულხლართებთან შეკრებილები ამბობენ, რომ მიცვალებული მსგავსი ფორმით პირველად არ დაუტირიათ. ადგილობრივები ყვებიან, რომ ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადადის, საზღვართან ახლოს მყოფ ნათესავებს სწორედ ამ ხიდთან დასტირის.

აღნიშნული ინფორმაცია რადიო ათინათმა გაავრცელა.