ბოლნისის ყოფილ გამგებელს პატიმრობა გირაოს უზრუნველყოფით შეეფარდა

ბოლნისის ყოფილ გამგებელ გიორგი არევაძეს აღკვეთის სახით გირაოს 20 000 ლარის ოდენობით გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა გირაოს უზრუნველყოფით შეეფარდა.

არევაძეს გირაოს სახით 20 000 ლარის გადახდის ვალდებულება 14 დღის ვადაში დაეკისრა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 აპრილს ჩაინიშნა .