ბუნებრივი აირის ნამწვით დედა -შვილი მოიწამლა

ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დედა-შვილი ცენტრალურ საავადმყოფოში ერთი საათის წინ შეიყვანა.

როგორც tv4-ს სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ განუცხადა, საავადმყოფოში შემოყვანისას განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დედას აღენიშნებოდა.ექიმის ინფორმაციით, დედა უგონოდ იყო და მას სუნქვის უკმარისობა აღენიშნებოდა.

რაც შეეხბა მოზარდს, გოგოძის თქმით, მოზარდის მდგომარეობა სტაბილური იყო და სტაბილური რჩება. დამატებითი გამოკვლევების მიზნით ,დედა-შვილი, ამ დრომდე რჩებიან, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ წყლის გამათბობლიდან ოთახში დაგროვებული ბუნებრივი აირის ნამწვით 40-წლამდე ასაკის ქალმა და 12 წლის ბავშვმა ინტოქსიკაცია მიიღეს.

ქალბატონი, წინასწარი ინფორმაციით, აბაზანაში უგონო მდგომარეობაში ნახეს, გოგონა კი კონტაქტური იყო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი მონაცემებით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.