მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2011 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2011 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, დევნილ ოჯახებს თბილისში, ფოთში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, კახეთის რეგიონსა და ქვემო ქართლში საცხოვრებელი ფართები უსასყიდლოდ გადაეცემა .

“2012 წლიდან დღემდე, მთავრობის განკაგულებით, საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა უკვე 17 000-ზე მეტ ოჯახს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა