მსჯავრდებული დეკანოზის ,გიორგი მამალაძის ძმა აქციას მართავს

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, ძმა – თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსთან აქციას მართავს. თორნიკე მამალაძე საქართველოს პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს.მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა პატრიარქმა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დააყენოს.

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს. გუშინ, გვიან საღამოს კი ის ბათუმის მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა საავადმყოფოში აზიარა. მისი თქმით, ინსულტის გამო, მამა გიორგი მამალაძეს ლაპარაკი არ შეუძლია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ზიარებას ითხოვს, თუმცა, ამ დრომდე თანხმობა არ ჰქონდა მიღებული.