რუსთაველი მოსწავლეები მიხეილ ბატიაშვილმა დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც სამახსოვროდ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

„დღიურების კონკურსში“, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, საქართველოს საჯარო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.მათ შორის არიან ქვემო ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებიც. მეორე ადგილი რუსთავის №17 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ნატროშვილმა, ხოლო მესამე მარნეულის №1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ხანუმ მამედოვმა დაიკავა.

ანიმაციური ვიდეო რგოლების კონკურსში ,,გაცოცხლებული სურათები“ ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან,მესამე ადგილი დაიკავეს და დაჯილდოვდნენ რუსთავის #15 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები: ნიკოლოზ ყიფშიძე, მარიამ მიქაუტიძე, ლუკა გოგატაძე , ლიზი მეტრეველი, ანი ხაჩიძე, ანა კენჭაძე და მარიამ ქიმაძე.

კონკურსის შედეგად გამოვლინდა ასევე „ჟიურის რჩეული“,სადაც ნომინაციაში „ახალგაზრდა ანიმატორი“ რუსთავის №7 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იმედა აფციაური გახდა.