რუსთავის საქალაქო სასამართლოში 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს (+ფოტო)

რუსთავის საქალაქო სასამართლო 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის ვალერი ირემაძის
აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს.

პროკურორი ლევან ჯალაღანია ამბობს, რომ საქმეში არის მოწმეთა ჩვენება, ასევე მკვლელობის იარაღი და ნივთმტკიცებულებები. მისივე განმარტებით დანიშნულია ექსპერტიზა, რომელითაც დადგინდება იყო თუ არა ვალერი ირემაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური მკვლელობის ჩადენის დროს,
სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ბრალდებულს შეეფარდება პატიმრობა თუ იძულებითი სტაციონალური მკურნალობა.

გამოძება მას დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 16 დან 20 მდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ირემაძის ოჯახის წევრები მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და მისთვის მკურნალობის დანიშვნას მოითხოვენ.

სასამართლო პროცესს ესწრება თავად ბრალდებული ვალერი ირემაძე.