რუსთავში ჯუმბერ ყოლბაიას სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა

რუსთავში ,  ფიროსმანის ქუჩაზე ჯუმბერ ყოლბაიას სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა  . საქართველოს დამსახურებული არტისტის საცხოვრებელი სახლში ფასადზე მემორიალური დაფა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მოადგილესთან და ჯუმბერ ყოლბაიას ოჯახის წევრებთან ერთად გახსნა.  . დღესვე ქალაქის პირველი პირის  გადაწყვეტილებით წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლს ჯუმბერ ყოლბაის სახელდება მიენიჭა .  ჯუმბერ ყოლბაია 1972 წლიდან ანსამბლ „რუსთავის” ქორმეისტერ-მომღერალი იყო . 1983 წლიდან  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვოკალურ ანსამბლ „ფაზისის“ სამხატვრო ხელმძღვანელობდა . ჯუმბერის ხელმძღვანელობით ანსამბლმა ხალხური სიმღერების ორი ფირფიტა გამოსცა. 1972 წლიდან რუსთავის მუსიკალურ სასწავლებელში საქმიანობდა 2016 წელს ჯუმბერ ყოლბაიას ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა. საქართველოს დამსახურულებული არტისტი 2017 წელს გარდაიცვალა  .