საქართველოში ამინდი გაუარესდა

დღეს, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

10-11 თებერვალს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.