“სუპერ გაზ იტალიას” მიერ წარმოებული სამუშაოების გამო მეგობრობის გამზირი დაიტბორა(+ფოტო)

“სუპერ გაზ იტალია რუსთავის” მიერ წარმოებული სამუშაოების გამო დატბორილია მეგობრობის გამზირის მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ტერიტორიაზე “სუპერ გაზ იტალიას” მიერ წარმოებული მიმდინარე სამუშაოების შედეგად დაზიანდა 250 მმ გამანაწილებელი ქსელი ​.

აღნიშნული დაზიანების გამო რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგება შეიზღუდება.
ასევე მეგობრობის გამზირზე ქვეითთა გადაადგილება შეზღუდულია, ფაქტმა ხელი შეუშალა სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც.