ქარი და ნალექი 20 თებერვლამდე შენარჩუნდება

საქართველოში უამინდობა 20 თებერვლამდე გაგრძელდება.
სინოპტიკოსები საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში ქარის სიჩქარე 20-25 მეტრი/წამში იქნება.

დასავლეთ საქართველოში დღეს თითქმის ყველგან წვიმს. მთაში და მაღალ მთაში კი თოვს.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით.

​რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსის ინფორმაციით, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ჩრდილო დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ-ში, დროგამოშვებით 20-25მ/წმ-ში.

სინოპტიკოსების თქმით,თბილისში ღამე ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე გათბება, დღისით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. 19 თებერვალს თბილისში ღამით ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, დღისით +7. დროგამოშვებით მოსალოდნელია მცირე ნალექი.

​ასევე მათი ვარაუდით, ქარიანი ამინდი თბილისში 20 თებერვლამდე გაგრძელდება.