შსს-მ 2018 წელს მილიონზე მეტი ვიდეოჯარიმა დააფიქსირა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს 1 192 293 ვიდეოჯარიმა დააფიქსირა.

არსებულ ინფორმაციას უწყების ვებგვერდზე ვეცნობით.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის ვიდეოჯარიმების ჯამურმა თანხამ 42 მილიონ ლარს გადააჭარბა.
მძღოლების ნაწილმა (411 421 ქვითარი) ჯარიმა 10 დღის ვადაში გადაიხადა. შესაბამისად, მათზე 20-პროცენტიანი ფასდაკლება გავრცელდა. შეღავათით გადახდილი ვიდეოჯარიმების თანხამ 11.8 მილიონი ლარი შეადგინა.

შედარებისთვის რაც შეეხება 2017 წელის მონაცემებს, შსს-მ დაახლოებით 400 ათასი ვიდეოჯარიმა დააფიქსირა, რომელთა თანხამ ჯამში 14.7 მილიონი ლარი შეადგინა.