2018 წელს არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი არც ერთი დანაშაული ჯერჯერობით არ გახსნილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკაში მოცემული ინფორმაციით, ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი 55 რეგისტრირებული შემთხვევიდან 2018 წელს არც ერთი მათგანი არ არის გახსნილი.

სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს, აღნიშნული დანაშაულის 38 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, აქედან 12 მათგანი გაიხსნა.

აღნიშნული დანაშაული ეხება არასრულწლოვნის ჩაბმას ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელებას შვილად აყვანის მიზნით, შვილად ან შვილობილად აყვანის წესის დარღვევას, ბავშვის შეცვლას, შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნებას და ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდებას.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს 58 412 დანაშაულის იყო რეგისტირებული, საიდანაც გაიხსნა 20233, მაშინ როცა, 2017 წელს 37 944 ფაქტზე დაიწყო გამოძიება (გაიხსნა 20 200).