მანდატურები დამატებით 27 სკოლაში შევიდნენ

დღეიდან, მანდატურები 7 რეგიონის: ქვემო–ქართლის, აჭარის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის დამატებით 27 საჯარო სკოლაშიც იქნებიან წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას მანდატურის სამსახური ავრცელებს.

ახლად დანიშნულმა მანდატურებმ 2-თვიანი გადამზადების კურსი გაიარეს. ისინი ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებს დაეუფლნენ და ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები შეისწავლეს.

დღეისთვის, მანდატურის სამსახური, უკვე წარმოდგენილია 485 საჯარო სკოლაში. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით დამატებით 233 საჯარო სკოლა ისარგებლებს.