როდიდან დაიწყება 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია?

2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 25 მარტიდან დაიწყება.
ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განაცხადა.

აბულაძის თქმით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა.

მინისტრის გადაწყვეტილებით, ამ კატეგორიის ბავშვებისთვის რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2-დან 17 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში და რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია.

სკოლებში საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მეოთხე ეტაპი, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება.

დოკუმენტაცია 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.