რუსთავის მერი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა

რუსთავის მერი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ლევან ონიანთან და მის მოადგილესთან, დავით რეხვიაშვილთან ერთად, საქართველოს ელჩის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა.
რუსთავის დელეგაცია შეხვედრებს ქალაქ პუშკოვსა და დამეგობრებულ ქალაქ ლოძში გამართავს, სადაც ურთიერთობის გაღრმავებასა და გამოცდილებების გაზიარებაზე იქნება საუბარი.
ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით, ვიზიტის ფარგლებში, რუსთავის ხელმძღვანელობა შემდგომი გაზიარების მიზნით, გაეცნობა ქალაქ ლოძში შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობასა და გამოცდილებას.