აკაკი ხუბუტიამ საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” დატოვა

საფეხბურთო კლუბ რუსთავის ცენტრალურმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ გუნდი დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს 32 წლის საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი კარიერას.
ხუბუტია “რუსთავში” გასულ წელს ჩაირიცხა. მან ეროვნული ლიგის გასულ ტურში, “საბურთალოსთანაც” ითამაშა.გუნდი დატოვა რუსთაველთა მეკარე სოსო ქარდავამ.

არსებული ინფორმაციით, სპორტსმენი კარიერას ქობულეთის შუქურაში გააგრძელებს.