ახალგაზრდა გოგომ დედა დაჭრა

ახალგაზრდა გოგომ დედა დაჭრა. შემთხვევა თელავში გუშინ გვიან ღამით მოხდა. შვილმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დედას დაზიანებები მხარის არეში, ცივი იარაღით მიაყენა.
ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
ბრალდებული პოლიციამ გუშინვე დააკავა.