ახალწვეული „კრწანისის“ ბაზაზე მომხდარის სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს

„კრწანისის“ სამხედრო ბაზაზე ნაცემი ახალწვეული კაზიმ გახრამანოვის ოჯახის ადვოკატი და კაზიმის ძმა გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.

მათი განმარტებით, პოლიციას მხოლოდ ორი პირი ყავს დაკავებული, ცემაში კი მათივე მტკიცებით, ხუთი წვევამდელი მონაწილეობდა. მათი მოთხოვნაა, დაისაჯოს სერჟანტიც, რომელიც ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა.

კაზიმ გახრამანოვს დღეს საგამოძიებო უწყება დაზარალებულად ოფიციალურად ცნობს.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ახალწვეულებს შორის დაპირპისპირება მოხდა, რაზეც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საქმე აღიძრა. დღეს სამხედრო პოლიციამ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.