ბაღებისა და სკოლების შემოღობვითი სამუშაოები ისევ გრძელდება

ნომერ მეშვიდე საჯარო სკოლის შემოღობვითი სამუშაოები უახლოეს დროში დასრულდება.
ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

2019 წელს ქალაქში  ასევე ხუთი საბავშვო ბაღი შემოიღობება.  ბაგა-ბაღების გაერთიანების ოთხი ფილიალის შემოღობვით სამუშაოებზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია, ერთ ფილიალის შემოღობვისთვის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში შემოიღობება 23-ე,27-ე,31-ე,33-ე და 36-ე ფილიალები. სამუშაოები მუნიციპალიტეტს 126 000 ლარი დაუჯდება.