გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2 საბავშვო ბაღი გაიხსნა

2 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებსა და გამარჯვება პირველში.
ბაღების საზეიმოდ გახსნის ცერემონიას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული და გარდაბნის მერი დაესწრნენ და წითელი ლენტი პატარებთან ერთად გაჭრეს.   

გამარჯვება  პირველში  სკოლამდელ განათლებას 15 აღსაზრდელი  მიიღებს, დასაქმდება  8 ადგილობრივი. რაც შეეხება სოფელ ნაგებს,  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 20  აღსაზრდელი შეძლებს განათლების მიღებას.   

გარდაბნის მერის ინფორმაციით  აღნიშნულ სოფლებში ბაღები არ არსებობდა და  ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სოფელში   სერვისი ხელმისაწვდომი იქნება.