მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

როგორც გეგმაშია აღნიშნული, ამ ცვლილების ამოცანას ქართული კანონმდებლობის ევროდირექტივასთან დაახლოება წარმოადგენს. ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობის კატეგორიებს დამატებულია AM (მოპედი) და A2 (მოტოციკლი) კატეგორიები.

აღნიშნული ცვლილების განხორციელება მიმდინარე წლის 1-3-ე კვარტალშია დაგეგმილი.