მტკიცება, რომ ქვეყანაში კრიმინალი კატასტროფულად იზრდება, არ შეესაბამება სიმართლეს-მამუკა ბახტაძე

პარლამენტში პრემიერ-მინისტრს უსმენენ.
მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება არ იზრდება. პრემიერის თქმით, მსგავსი განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

“სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის ტიპოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მაჩვენებლები ან უცვლელია, ან შემცირებული, ხოლო მატება ძირითადად სწორედ ისეთ დანაშაულებზე მოდის, რომელთა კუთხით ან მიმართვიანობა გაიზარდა მკვეთრად”, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.