პერსონალური მონაცემების დამუშავების არაერთი კანონდარღვევა გამოვლინდა

2018 წელს ინსპექტორის აპარატმა შეისწავლა 8 საჯარო სკოლის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება და კანონის დარღვევით დამუშავების არაერთი ფაქტი გამოვლინდა- ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიშში .
ანგარიშის მიხედვით, არასრულწლოვანთა მონაცემებთან დაკავშირებით დარღვევის ფაქტების შესწავლა ხდებოდა, როგორც მოქალაქეთა მიმართვის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მომართვის საფუძველზე.

ინსპექტორის აპარატის რეკომენდაციით,არასრულწლოვანი პირების პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები და მისი აზრი, ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად;

საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მუდმივად უნდა იზრუნონ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებაზე;არასრულწლოვნის მონაცემების დამუშავებისას დარღვევათა პრევენციისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, ორგანიზაციამ აწარმოოს მონაცემთა დამუშავების პროცესის ჯეროვანი მონიტორინგი და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება გამოვლენილ დარღვევებზე.