პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

“ეს არის გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაული და ეს იყო მსოფლიოში გაზაფხულის დღესასწაული. თქვენ აგრძელებთ ტრადიციას და მინდა მოგილოცოთ გაზაფხულის შემოსვლა. მე აქ არ ვარ სტუმარი,მე ვარ ჩემს სახლში და ვარ ბედნიერი რომ თქვენთან ერთად შემიძლია ვიზეიმო დღესასწაული. მნიშვნელოვანია რომ გრძელდება ის ტრადიციები,ეს არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ნაწილი.”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.