რას გულისხმობს ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმა?

დღეს საკრებულომ რუსთავის ეკონომიკური განვითარების 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დეპუტატებმა საკითხს კენჭი უყარეს და დადებითად გადაწყვიტეს.
რუსთავში ინვესტორებისთვის საინტერესო გარემოს შექმნა,ქალაქის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდა და დასაქმების ბაზრის განვითარება- ქალაქის მოკლევადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა სამ ძირითად მიზანს მოიცავს. სტრატეგიის ფარგლებში მოხდება რუსთავის საწარმოო ზონაში არსებული მიწების ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც საინვესტიციო პაკეტების მომზადება იგეგმება. ეკონომიკური განვითარების ბაზაზე  შეიქმნება ინვესტორთა ზრუნვის სისტემა,სადაც დაინტერესებულ პირებს ინვესტიციების შესახებ   დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. 

ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, დაიგეგმება კომუნიკაციისა და ბრენდინგის სტრატეგია. რაც შეეხება დასაქმების ბაზრის  განვითარებას, შეიქმნება თანამშრომლობის ქსელი,რომელშიც თვითმმართველობა, ბიზნეს და საგანმანათლებლო სექტორი გაერთიანდება. ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი გეგმა საკრებულომ დადებითად გადაწყვიტა.