როგორ შეუძლია მოქალაქეს საპენსიო სისტემიდან გასვლა

პირველი აპრილიდან 40 წელს გადაცილებულ 200 ათასამდე მოქალაქეს უფლება აქვს დატოვოს საპენსიო სისტემა, თუმცა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ რეფორმის მიღმა დარჩენილთა რაოდენობა მცირე იქნება.

„დაინტერესებულმა პირმა 1-ელი აპრილიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა მიმართოს სააგენტოს განცხადებით და მოითხოვოს სისტემის დატოვება. მას სამი თვის დანაზოგიდან, მხოლოდ მისი შენატანი, უკან დაბეგრილი თანხა დაუბრუნდება”- განაცხადა ლევან სურგულაძემ.

ბოლო მონაცემებით, საპენსიო ფონდში 107 მილიონი ლარია აკუმულირებული. სისტემაში ჩართულია 620 ათასი დასაქმებული და 47 ათასზე მეტი კომპანია. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 200 ათასია.

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ცნობილია, სად სად შეუძლია სახელმწიფოს საპენსიო ფონდში არსებული ფულის დაბანდება.

წყარო: imedinews.ge